Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურის დეპოლიტიზება მხოლოდ მითია


პროკურატურას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვოს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას 19 დეკემბრის განცხადებაზე, რომ პროკურატურა უგულავასთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. „ეს ფაქტი ცალსახად აჩვენებს, რომ პროკურატურის დეპოლიტიზება, რომელზეც დღევანდელი ხელისუფლება სიამაყით საუბრობს, მხოლოდ მითია“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის აღკვეთის ზომის გამოყენების გადაწყვეტილებებს იღებენ არა პროკურატურა, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის „მაღალი ალბათობით, ვითომ სამოქალაქო სექტორში გადაბარგებული ყოფილი პრემიერი.“
XS
SM
MD
LG