Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი ამბობს, რომ შეწყალება ითხოვა, მაგრამ დანაშაული არ უღიარებია


რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი ოლიგარქი, მიხაილ ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეწყალება სთხოვა ოჯახური მიზეზების გამო და დანაშაულია არ უღიარებია. ხოდორკოვსკი პარასკევს გამოუშვეს პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“. ხოდორკოვსკი პატიმრობას იხდიდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კარელიის რეგიონში. გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე საათში, ის ბერლინში ჩაფრინდა, სადაც მას დახვდა გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანს-დიტრიხ გენშერი. ცნობების თანახმად, შაბათს გერმანიაში ჩაფრინდებიან ხოდორკოვსკის მშობლებიც. ხოდორკოვსკიმ 10 წელზე მეტი დაჰყო ციხეში თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებებით. მის პატიმრობას ბევრი მიიჩნევს კრემლის შურისძიებად ხოდორკოვსკის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისათვის.
XS
SM
MD
LG