Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უგულავას 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმააყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დედაქალაქის მერისთვის, გიგი უგულავასთავის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს დაინიშნა. გირაოს გადასახდელად გიგი უგულავას 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. შაბათს გამართული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი პროკურატურამ გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გარდა, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტაც მოითხოვა. სასამართლოს შაბათს თბილისის მერის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე არ უმსჯელია. გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ ამ საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე არ გადაწყვეტს. გიგი უგულავა საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG