Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პოლიციის კიდევ 25 მაღალი რანგის თანამშრომელი გაათავისუფლეს


თურქეთის მედიის ცნობით, ხელისუფლებამ პოლიციის კიდევ 25 მაღალი რანგის თანამშრომელი გაათავისუფლა. ესაა პოლიციის წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი პასუხი იყო პოლიციის მიერ კორუფციული სკანდალის გამოძიებაზე, რომლის მსვლელობისას მთელი რიგი მაღალი რანგის პირები, მათ შორის ორი მინისტრის ვაჟები და სახელმწიფო ბანკის გენერალური დირექტორი დააპატიმრეს. ამ მასშტაბის სკანდალი პირველად შეეხო პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ვიწრო წრეს. თურქეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს სასამართლო საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია მმართველი პარტიის პოზიციების შერყევისკენ მოახლოებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების წინ. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის კორუფციული სკანდალის ობიექტურად გამოძიებას.
XS
SM
MD
LG