დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა განიხილეს წლიური ეროვნული პროგრამის შესახებ ნატოს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი, განსაზღვრეს მომავალი წლის პროგრამის პრიორიტეტები და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთვის სასურველი შედეგების მისაღწევად მოსამზადებელი სამუშაოები დაგეგმეს. სხდომის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში პრემეირ-მინისტრი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან.
ყველაზე პოპულარული
1