Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მიხაილ კალაშნიკოვი


რუსეთში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მიხაილ კალაშნიკოვი - პირი, რომელმაც AK-47 ავტომატი შექმნა. კალაშნიკოვის მიერ გამოგონილი იარაღი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება და ბოლო 50 წლის განმავლობაში თითქმის ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში მოიხმარეს. ამ იარაღისთვის კალაშნიკოვს საბჭოთა და შემდგომში რუსეთის ლიდერებმა უამრავი პრემია გადასცეს. კალაშნიკოვი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარში იბრძოდა და თავის ცოდნას უფრო ახალი და ეფექტიანი იარაღის შესაქმნელად იყენებდა, თუმცა მისი ყველაზე წარმატებული გამოგონება AK-47 იყო. იარაღის სახელწოდებაში ასო „ა“ ნიშნავს „ავტომატს“, „კ“ - კალაშნიკოვს. ბოლო ხანებში კალაშნიკოვი ხშირად ავადმყოფობდა. ის უდმურტიის ქალაქ იჟევსკში გარდაიცვალა, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა. ამ ქალაქში დღემდე აწარმოებენ მის მიერ შექმნილ იარაღს.
XS
SM
MD
LG