Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს-თა მინისტრი: მთავარი პროკურორი ნასამართლევი არ არის


საქართველოს შს-თა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პროკურორი ნასამართლევი არ არის და თანამდებობაზე მისი ყოფნით კანონი არ ირღვევა. ამასთან, ალესანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ გადასამოწმებელია ისეთი კატეგორია, როგორიცაა გაქარწყლებული ნასამართლეობა. დღესვე სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მთავარი პროკურორი ნასამართლევი იყო, ეს გიგი უგულავას და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებს ადრეც უნდა სცოდნოდათ, რადგან მათი მმართველობის პერიოდში ფარცხალაძეს თანამდებობები ეკავა შსს-სა და საგამოძიებო სამსახურში. სუბარი ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს პოლიტიკურ თამაშად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG