Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს ზურაბ ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი


ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე სააპელაციო სასამართლოს შენობაში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ძველი თბილისის გამგებლის მოადგილეს, კობა ხარშილაძეს 400 ათასი ლარიანი გირაოს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. კობა ხარშილაძე ბრალდებულია ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და თანხების გაფლანგვაში. ფურცხვანიძესა და კობა ხარშილაძეს საქალაქო სასამართლომ 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით 400-400 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
XS
SM
MD
LG