Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შობის დღეს აშშ-ის საელჩოზე „არაპირდაპირი“ თავდასხმა მოხდა


ავღანეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, წუხელ საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. საელჩოს ანონიმური წყარო თავდასხმას „არაპირდაპირს“ უწოდებს, რომელიც რაკეტის ან ყუმბარის გამოყენებით განხორციელდა. თუმცა, თალიბანის განცხადების თანახმად, საელჩოს რაკეტები დაუშინეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ექსტრემისტები საკუთარ განცხადებებში ხშირად აზვიადებენ თავდასხმის მასშტაბებსა და დაღუპულთა რაოდენობას. ამასთან, ოთხშაბათს სამი ავღანელი პოლიციელი დაიჭრა ქაბულის აღმოსავლეთით გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ქაბულის პოლიციის ხელმძღვანელობის ცნობით, თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.
XS
SM
MD
LG