Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს ტატიანა ჩორნოვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი


უკრაინაში ჟურნალისტ ტატიანა ჩორნოვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. მესამე ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამივე პირის ვინაობა ოთხშაბათსვე დადგინდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ოთხშაბათს ასობით დემონსტრანტი კიევში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოითხოვდა ტატიანა ჩორნოვილზე თავდამსხმელთა პოვნასა და დასჯას. „უკრაინსკაია პრავდის“ ჟურნალისტის სასტიკად ცემის გამო მოძრაობამ - „შეაჩერე ცენზურა“ ყველა ჟურნალისტს მოუწოდა ახალი ამბების გამოშვებები, პოლიტიკური პროგრამები, გამოცემები მიუძღვნან „ევრომაიდნის“ აქტივისტებს. პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ჟურნალისტებს სოლიდარობის ნიშნად გაფიცვისკენ მოუწოდა - რომ ერთი დღით მაინც ჟურნალისტებმა არ გამოაქვეყნონ ამბები პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შესახებ. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ჩერნოვოლზე თავდასხმის გამო და უკრაინის ხელისუფლებას საქმის გულდასმით გამოძიებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG