იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ დღეს ტოკიოში იასუკუნის მემორიალი მოინახულა, რამაც ჩინეთისა და სამხრეთ კორეის აღშფოთება გამოიწვია. იასუკუნის მემორიალი იაპონიისთვის დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება, მათ შორის - მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს, რომელთა შორისაც სამხედრო დამნაშავეებიც იყვნენ. აზიის ქვეყნებში ეს მემორიალი მილიტარიზმის სიმბოლოდ ითვლება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის მემორიალთან მისვლა „ჩინელი ხალხისთვის სრულიად მიუღებლად“ შეაფასა. სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მომხდარის გამო სეულს არ შეუძლია „სინანულისა და აღშფოთების შეკავება“. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას არ ჰქონდა განზრახული ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ხალხების შეურაცხყოფა და რომ მემორიალთან მისვლა ომის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა იყო. სინძე აბე იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 2006 წლის შემდეგ იასუკუნის ეწვია. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძიუნიჩირო კოიზუმი 2001-20016 წლებში ყოველ წელს მიდიოდა მემორიალთან, რამაც ჩინეთთან ურთიერთობის შესამჩნევი გაციება გამოიწვია. ბოლო დროს ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობა გართულდა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სადაო კუნძულების გამო.
ჩინეთი და სამხრეთი კორეა აღაშფოთა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სამხედრო მემორიალთან მისვლამ
ყველაზე პოპულარული
1