Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა კანონმდებლები ურანის გამდიდრების კანონპროექტი შეიმუშავეს


დაახლოებით 100-მა ირანელმა კანონმდებელმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ირანის მთავრობას მოუწოდებს 60%-მდე გაზარდოს ურანის გამდიდრების დონე, თუკი ქვეყანას რაიმე სახის ახალი საერთაშორისო სანქცია დაუწესდება. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობაში გაურკვეველია, თუ როდის აპირებენ ირანელი კანონმდებლები კანონპროექტის განხილვას. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს პასუხს აშშ-ის სენატში გასულ კვირაში წარდგენილი კანონპროექტისა, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითვალისწინებს, თუკი თეირანი არ შეასრულებს ჟენევაში გასულ თვეში ნაკისრ ვალდებულებებს. ე.წ 5+1-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს ირანმა პირობა დადო, რომ სანქციების შერბილების სანაცვლოდ 5%-ის დონემდე შეამცირებს ურანის გამდიდრებას და 20%-ით შეამცირებს გამდიდრებული ურანის მარაგს.
XS
SM
MD
LG