Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას ადვოკატების საჩივარი


გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. შესაბამისად, მან არ დააკმაყოფილა უგულავას ადვოკატების საჩივარი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის მეორე განჩინებაც, რომლის თანახმად გიგი უგულავას აღკვეთის ღინისძიებად 50 ათასი ლარის გირაო აქვს შეფარდებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „პარტიზანული მოსამართლეობის გაგრძელება“ უწოდა გიგი უგულავამ. „ველოდები ზემდგომ, თუ ზედამხედველ პროკურორს და მაინტერესებს კანონით როგორ უნდა მოხდეს აღსრულება“, - ნათქვამია უგულავას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში. გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში განაგრძობს.
XS
SM
MD
LG