Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: ეს არის პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკური თავდასხმა


საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის დღევანდელი მთავარი პროკურორი იყო გამორჩეული და სანიმუშო საჯარო მოხელე, რომელიც ორდენითაც დააჯილდოვეს - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, დღეს როცა ეს საჯარო მოხელე გამოძიებამ მიიყვანა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების კვალთან, ეჭვი შეაქვთ მის განათლებასა და მორალში. „აქედან გამომდინარე ეს აშკარად არის პროკურატურის სისტემაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური თავდასხმა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ მთავრობა ვერ მოექცევა ოპოზიციის პოლიტიკური თავდასხმის ტყვეობაში და უზრუნველყოფს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე პროკურატურამ ბოლომდე გამოიძიოს. ამასთან, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდება აღელვების გარეშე უნდა იყოს შესწავლილი და მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ შეუძლია მიიღოს სწრაფი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, თუკი ჩათვლის, რომ ეს შედის ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG