თურქეთის სასამართლომ დაბლოკა მთავრობის მცდელობა, ეიძულებინა პოლიცია, გამოექვეყნებინა გამოძიების მსვლელობა თავისი ხელმძღვანელობის მიმართ. ამით სასამართლომ საშუალება არ მისცა პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, გაეკონტროლებინა ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შედეგები. მთავრობის ახალი ინსტრუქცია, რომელიც 21 დეკემბერს გამოქვეყნდა, ქვედა დონის გამომძიებელთაგან ითხოვდა გამოძიების შესახებ მათი ხელმძღვანელების ინფორმირებას მის დაწყებამდე. მას მერე, მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ, რომელსაც თურქეთის პოლიცია ხელმძღვანელობისგან გასაიდუმლოებულად აწარმოებდა იმის შიშით, რომ ის მთავრობას შეატყობინებდა მისი მსვლელობის შესახებ, 17 დეკემბერს პოლიციამ ათობით ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის პირები და მათი ნათესავები დააკავა. ამის შემდეგ დაწყებული კრიზისი უპრეცედენტოა ერდოანის პრემიერ-მინისტრობის სამი ვადის განმავლობაში.
ყველაზე პოპულარული
1