გრინპისის თითქმის ყველა არარუსმა აქტივისტმა, რომლებიც სექტემბერში დააკავეს რუსეთის უშიშროების ძალებმა, ეს ქვეყანა დატოვეს. ისინი დააკავეს არქტიკაში, ბარენცის ზღვაში გაზრომის სანავთობო ჭაბურღილთან საპროტესტო აქციის დროს და კრემლის თანხმობით გამოცხადებული ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. უცხოელი აქტივისტების მიმართ რუსეთის მართლმსაჯულების მოპყრობის გამო, დასავლეთმა კრიტიკა გამოხატა. დაკავებული 30 პირიდან ოთხი რუსეთის მოქალაქეა.
ყველაზე პოპულარული
1