კიევის პეჩორის სასამართლომ ორ-ორი თვით დააკავა ოთხი, ჟურნალისტ ტატიანა ჩორნოვილის ცემაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი. სასამარლოს გადაწყვეტილებით, ისინი 23 თებერვლამდე იქნებიან საპატიმროში. გუშინ დაკავებული იყო კიდევ ერთი, ამავე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელენ, მას არც პატიმრობა აქვს მისჯილი. ჩორნოვილს, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებით არის დაკავებული, თავს დაესხნენ ოთხშაბათს ღამით და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მოათავსეს.