Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი აქტივისტები: არმიამ იერიში მიიტანა ალეპოზე


სირიის ოპოზიციური ჯგუფის ინფორმაციით, მთავრობის ჯარი კვლავ დაესხა თავს ალეპოს, სადაც ეგრეთწოდებული „კასრის ბომბები“ ჩამოყარა ბოსტნეულის ბაზარზე, საავადმყოფოს მახლობლად. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებების მეთვალყურეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ შაბათის თავდასხმისას დაიხოცა 25 ადამიანი, მათ შორის ორი ქალი და ოთხი ბავშვი. ამავე ცნობით, შვეულმფრენებმა ტრინიტროტოლუოლით სავსე კასრები ჩამოყარეს არეალში, რაც სირიის მთავრობის ჩვეულ ტაქტიკაც იქცა იმ არეალებში, ტრომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. მთავრობა აცხადებს, რომ ტერორისტებს ესხმის თავს. ალეპოში „კასრის ბომბებით“ თავდასხმას ბოლო თვეებში ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG