Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში თავის დაწვის მცდელობას ომის ვეტერანი შეეწირა


აზერბაიჯანელმა აქტივისტემა სცადეს საპროტესტო აქციის მოწყობა იმ ომის ვეტარანის დასაფლავების შემდეგ, რომელმაც თავი დაიწვა და მიღებული დამწყვრობის შედეგად გარდაიცვალა. ბაქოში აქციის მოწყობა, რომელშიც 50-მდე კაცი მონაწილეობდა, პოლიციამ არ დაუშვა. ათამდე პირი დააკავეს. ზაურ ჰასანოვი მთიანი-ყარაბაღის ომის ვეტერანი იყო და პროტესტს გამოთქვამდა მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან უსამართლომ მოპყრობის გამო. ჰასანოვის ოჯახის თანახმად, მას მცირე რესტორანი 18 წლის გაუნადგურეს ერთი დეპუტატის განკარგულებით, რომელიც მთავრობის მომხრე პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარეა. თვითდაწვის აქტმა კონფედერაციას უბიძგა გამოეყო 127 ათასი დოლარის ოდენობის თანხა გარდაცვლილის ოჯახისთვის.
XS
SM
MD
LG