Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს ვოლგოგრადის ტერაქტების გამო


ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქებების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „უმძიმესი ტერორისტული აქტები, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმი არ არის ცალკეული სახელმწიფოს პრობლემა და იქცა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოვლენად, რომელთან ბრძოლა მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG