Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ყოფილი პრეზიდენტის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობები ნახეს


პაკისტანის პოლიცია იტყობინება, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნეს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და სამხედრო მმართველის, პერვეზ მუშარაფის სახლთან. მუშარაფი ორ დღეში უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე ღალატის საქმეზე. პოლიცის თქმით, არ არის დადგენილი ვინ მიტიინა მის სახლთან ბომბი. მუშარაფს სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი თავის მმართველობის დროს, 1999-2008 წლებში. მის საქმეზე წინა პროცესი გადაიდო აფეთქების მოწყობით მუქარის გამო.
XS
SM
MD
LG