Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, ვოლგოგრადში აფეთქებების შემდეგ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება მთელს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ მას შემდეგ, რაც ქალაქ ვოლგოგრდაში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ორ დღეში მოწყობილმა ორმა აფეთქებამ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჯარო თავშეყრის ადგილებსა და სატრანსპორტო კვანძებს. ორშაბათს, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ტროლეიბუსში მოწყობილი აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც 17 ადამიანი შეიწირა ვოლგოგრადის მთავარ სარკინიგზო სადგურზე მომხდარმა აფეთქებამ. ორივე აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს. ტროლეიბუსში ორშაბათს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განცხადება გააკეთა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა: "წინასწარი მონაცემებით, მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ტროლეიბუსში აფეთქდა, შეიცავდა ოთხ კილოგრამ ტრინიტროტოლულს. მასში იყო კვირას რკინიგზის სადგურში აფეთქებული ბომბის მსგავი ნამსხვრევები. ეს ადასტურებს გამომძიებლების თეორიას, რომ ორივე ტერაქტი ერთმანეთთან კავშირშია. შესაძლებელია, რომ ბომბები ერთსა და იგივე ადგილზე დამზადდა“, - განაცხადა მარკინმა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ გამომძიებლებს ეჭვი აქვთ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ისლამისტ ექსტრემისტებზე.
XS
SM
MD
LG