Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ჩეხეთში პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელი


პრაღაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელი ჩეხეთში, ჯამალ ალ-ჯამალი. ის აფეთქებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ის მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. პალესტინის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ალ-ჯამალი ხსნიდა ძველ სეიფს, რომელიც ის ძველი რეზიდენციიდან ახალში გადაიტანა. დიპლომატი ახლახან გადავიდა ახალ ბინაში პრაღის გარეუბანში. პრაღაში პალესტინელთა მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქების მომენტში ბინაში იმყოფებოდნენ ალ-ჯამალის ოჯახის წევრებიც. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ჯერჯერობით არ უპოვნიათ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ საქმე გვაქვს დაგეგმილ თავდასხმასთან.
XS
SM
MD
LG