Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში ქარბუქია


აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს თოვლიანი ქარბუქი უტევს. ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდეს. მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ბოსტონთან ახლოს ნახევარ მეტრზე მაღალი თოვლია. ზოგიერთი სკოლა მოსლოდნელი უამინდობის გამო დროებით დაიხურა, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები კი სახლებში ადრე გაუშვეს. წუხელ დაიხურა აგრეთვე ზოგიერთი მთავარი გზატკეცილი. ამერიკის ავიახაზებმა 2300-ზე მეტი შიდა რეისი გააუქმეს.
XS
SM
MD
LG