Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიოპიაში იმართება კონსულტაციები სამხრეთ სუდანში კონფლიქტის შესახებ


ეთიოპიის დედაქალაქში იმართება კონსულტაციები სამხრეთ სუდანში დაპირისპირებული მხარეების მონაწილეობით. მიზანია, ბოლო მოეღოს ამ სამი კვირის წინ დაწყებულ შეტაკებებს. ადის-აბებაში შეხვედრა ტარდება შაბათისთვის დანიშნული, ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებამდე. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამშვიდობო დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, სამხრეთ სუდანში გრძელდება შეტაკებები. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების თანამშრომლის, ტობი ლანზერის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად 200 000-მდე ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად. სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი, სალვა კიირი აცხადებს, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ის გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რიეკა მაშარასა და მის მომხრეებს.
XS
SM
MD
LG