Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის პოლიცია: მოკლული ექვსი პირი ტერაქტების განხორციელებას აპირებდა


ახალ წელს ინდონეზიაში, ჯაკარტის მახლობლად სროლისას მოკლული ექვსი სავარაუდო ისლამისტი ტერორისტი თავდასხმების სერიას გეგმავდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე, ბუდისტურ ტაძრებსა და სასტუმროებზე, რომლებშიც ჩვეულებრივ უცხოელები ჩერდებიან. ამის შესახებ განაცხადა ინდონეზიის პოლიციამ და აღნიშნა, რომ სახლში, რომელშიც იმალებოდნენ მოკლულები, აღმოჩნდა მასალა, რომელიც თავდასხმის სამიზნეებზე მიუთითებს. პოლიციის ცნობით, ექვსი თავდამსხმელი ეკუთვნოდა ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომელიც, სავარაუდოდ, „ალ-ყაიდასთან“ არის კავშირში. დაჯგუფების ლიდერი აბუ რობანი შარშან დაიღუპა პოლიციის რეიდის დროს.
XS
SM
MD
LG