Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენეგალის სურს დააპატიმროს რუსეთის ტრაულერის ტვირთი და დააჯარიმოს იგი


სენეგალის ხელისუფლებას სურს დააპატიმროს რუსეთის ტრაულერ „ოლეგ ნაიდენოვის“ ტვირთი და ჯარიმა გადაახდევინოს უკანონო თევზჭერისთვის. ამის შესახებ კვირას გააკეთა განცხადება სენეგალის თევზჭერისა და საზღვაო საქმეების მინისტრმა ალი ჰაიდარმა. მისი სიტყვებით, „გემი უკანონოდ იჭერდა თევზს სენეგალის ნაპირებთან“. ამჟამად ტრაულერი სენეგალის ხელისუფლების ხელშია და მას საზღვაო ფლოტი და ეროვნული ჟანდარმერია მეთვალყურეობენ. ჰაიდარის თქმით, აფრიკული რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეიძლება დააპატიმროს თევზსაჭერი იარაღები და ტრაულერის ტვირთი, ასევე 305 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაახდევინოს მას. „მაგრამ ვინაიდან ‘ოლეგ ნაიდენოვი’ არის ‘გემი-რეციდივისტი’, გადაწყვეტილი გვაქვს, ჯარიმა გავაორმაგოთ და 610 ათას ევრომდე გავზარდოთ“, - დააზუსტა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG