Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერი ფალუჯის მოსახლეობას მოუწოდებს ექსტრემისტების გაძევებისაკენ


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ ქალაქ ფალუჯის მოსახლეობას მოუწოდა, იმოქმედონ ფალუჯიდან ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების გასაძევებლად და ერაყის არმიის ოპერაციის თავიდან ასაცილებლად. ორშაბათის ტელემიმართვაში, მალიკიმ „ტერორისტებად“ მოიხსენია ექსტრემისტები. მისი თქმით, არსებობს ფალუჯაში შეტაკებების საფრთხე, თუ არმია შეეცდება ქალაქის აღებას. ალ-ყაიდის მოკავშირე მებრძოლებმა გასულ კვირაში დაიპყრეს ფალუჯისა და მის მახლობლად მდებარე რამადის რაიონების ნაწილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ კვირას პირობა დადო, რომ ვაშინგტონი ერაყს დაეხმარება ექსტრემისტების გაძევებაში, მაგრამ არ არსებობს ბრძოლაში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობის გეგმა.
XS
SM
MD
LG