Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პოლიცია იკვლევს „თვითმკლელი თავდამხმელი“ გოგონას საქმეს


ავღანეთის ხელისუფლები დაეძებენ თალიბან მეამბოხეს, რომელმაც, სავარაუდოდ აიძულა თავისი და ჩაეცვა ასაფეთქებელი მოწყობილობიანი ჟილეტი თვითმკვლელური თავდასხმისთვის. გოგონას მონაწილეობით აფეთქება არ მომხდარა. გოგონა, დაახლოებით ათი წლისა, პოლიციამ აიყვანა. ომარ ზუვაქი, ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორი, ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ შეიქმნა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მოძებნოს გოგონას ძმა, ცნობით თალიბანის რაზმის მეთაური. გოგონამ სახელად სფოჟმაი, პოლიციას უთხრა, რომ ძმამ აიძულა ჟილეტის ჩაცმა. პოლიციის თანახმად, გოგონა დააკავეს ხანაშინის ოლქში, ჰელმანდში.
XS
SM
MD
LG