ათი ათასზე მეტი აფრიკელი მიგრანტი ოთხშაბათს ისრაელის პარლამენტთან შეიკრიბა ისრაელის მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად. 2006 წლის შემდეგ ისრაელში ეგვიპტესთან საზღვრის მონაკვეთის უკანონოდ გადალახვის შედეგად დაახლოებით 60 ათასი მიგრანტი (ძირითადად ერიტრეიდან და სუდანიდან) შევიდა. ბევრი მათგანი თავშესაფრის მიღების მოლოდინშია და ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება მათ შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფრიკელ მიგრანტთა უმრავლესობა სამუშაოს უკანონოდ მაძიებლები არიან. ისრაელის ხელისუფლებამ სამი კვირის წინ მიიღო კანონი, რომლითაც სამართალდამცავებს უვიზო მიგრანტთა დაკავების განუსაზღვრელი უფლება მიეცათ. ამით ისრაელი ცდილობს აიძულოს მიგრანტები სხვა ქვეყნებს მიაშურონ.
ყველაზე პოპულარული
1