საფრანგეთში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ყაზახი ბანკირისა და ოპოზიციონერის, მუხტარ აბლიაზოვის ექსტრადიციის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის რუსეთს, ან უკრაინას უნდა გადასცენ. 50 წლის აბლიაზოვი შარშან, ივლისში დააკავეს საფრანგეთის ქალაქ კანში. ყაზახეთს მისი გასამართლება სურს, მაგრამ არა აქვს გაფორმებული საფრანგეთთან ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ. მისი ექსტრადიცია მოთხოვნილი აქვთ უკრაინას და რუსეთს. აბლიაზოვის ადვოკატი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. აბლიაზოვს ბრალად ედება 6 მილიარდამდე დოლარის მოპარვა, ყაზახეთში ბანკ BTA-ს ხელმძღვანელობისას. ის ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ პოლიტიკური მოტივით დევნიან.
ყველაზე პოპულარული
1