Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ანბარის პროვინციაში შეტაკებები გრძელდება


ერაყში გრძელდება ბრძოლა დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციაში, სადაც უშიშროების ძალები ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად უპირისპირდებიან ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებს. როგორც იუწყებიან, უშიშროების ძალების ოპერაციაში ტანკებიც არის ჩართული. დღეს შეტაკებების ეპიცენტრად ასახელებენ რეგიონს ქალაქებს რამადისა და ფალუჯას შორის. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ორივე მხარეს ადანაშაულებს დარღვევებში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მოუწოდა, პოლიტიკური ძალისხმევა მიმართოს ერაყში ერთმანეთთან დაპირისპირებული სუნიტების და შიიტების შესარიგებლად. ეს იყო მიმდინარე კვირაში ბაიდენისა და ალ-მალიკის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი.
XS
SM
MD
LG