Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი გაათავისუფლებს პატიმრებს, რომლებიც აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ


ავღანეთი აცხადებს, რომ გაათავისუფლებს პატიმართა უმეტესობას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ უსაფრთხოებისთვის მუქარად მიიჩნევს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრაზე. კარზაის წარმომადგენელმა, აიმალ ფაიზიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ 88-დან 72 პატიმარი, რომლებსაც გამოუშვებენ, აშშ-ის მიერ მუქარად მიიჩნევიან. აშშ თვლის, რომ არსებობს დასტური საერთაშორისო ჯარზე თავდასხმაში მათი მონაწილეობის შესახებ და მკაცრად ეწინაღამდეგება მათ გამოშვებას. ეს უთანხმოება კიდევ გაზრდის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას, რაც მოჰყვა პრეზილენტ კარზაის უარს, ხელი მოაწეროს უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას ვაშინგტონთან. ამ შეთანხმებამ შესაძლებელი უნდა გახადოს საერთაშორისო ჯარის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ იქ აშშ-ის არმიის ნაწილების დატოვება.
XS
SM
MD
LG