Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოხატავს ავღანეთში პატიმრების განთავისუფლების გამო


აშშ-მა შეშფოთება გამოხატა ქაბულის განცხადების გამო, რომ გაუშვებს იმ პატიმრების უმეტესობას, რომლებსაც ვაშინგტონი უსაფრთხოებისთვის სარისკოდ მიიჩნევს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელმა განაცხადა, რომ 72 პატიმარი, რომელთა გაშვებასაც ქაბული გეგმას, „საშიში დამნაშავეები“ არიან. ჯენ პსაკის თქმით, არსებობს მტკიცე დასტური, რომ ისინი ტერორისტულ დანაშაულთან, მათ შორს გზებზე ნაღმების ჩადებასთან არიან დაკავშირებული. ადრე, ხუთშაბათს პრეზიდენტ კარზაის მიერ გავრცელდა ცნობა, რომ ამ პირებს კავშირი ამგვარ საქმეებთან არ ჰქონიათ. განცხადებით, დანარჩენი 16 პატიმარი ციხეში დარჩება, სანამ მათ საქმეებს გადახედავდნენ. გასულ კვირაში, აშშ-ის სენატორები შეხვდნენ კარზაის ქაბულში და გააფრთხილეს, ნუ გამოუშვებენ 88 პატიმარს ფერვანის ციხიდან. ეს, მათი თქმით, აშშ-ის და ავღანეთის ურთიერთობაში დიდი უკანგადადმული ნაბიჯი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG