Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა


ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის მერიასთან. აქციის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა,“ რომლის ინიციატივით მომზადებულ პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ. საზოგადოებრივი მოძრაობა მოითხოვს, რომ პარკების და სკვერების განადგურების შესაჩერებლად მორატორიუმი გამოცხადდეს თბილისის ზონალური საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაკის პარკთან მდებარე რეკრეაციულ ზონაში კომპანია „ტიფლის დეველოპმენტს“ მშენებლობის უფლება გიგი უგულავას მიერ 2009 წელს მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიეცა. „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნატა ფერაძის განცხადებით, დაწყებული მოძრაობა გაცილებით დიდ მასშტაბს მიიღებს და მისი მთავარი მიზანი იქნება კანონის შეცვლა, რათა ერთპიროვნული, საზიანო გადაწყვეტილებების მიღება ვეღარავინ შეძლოს. საპროტესტო აქციაზე თბილისელების ნაწილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. რეკრეაციული ზონების განადგურება მერიასთან მუსიკოსებმაც გააპროტესტეს აქცია-კონცერტით.
XS
SM
MD
LG