Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი და მოსკოვი მუშაობენ „ნავთობი პროდუქტის სანაცვლოდ“ შეთანხმებაზე


როიტერსის ექსკლუზიური ინფორმაციიით, ირანი და რუსეთი მოლაპარაკებას მართავენ „ნავთობი პროდუქტის სანაცვლოდ“ შეთანხმებს გარშემო, რაც ირანს შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი, რითიც ნაწილობრივ აინაზღაურებს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მიღებულ ზარალს. რამდენიმე წყარო უდასტურებს როიტერსს, რომ დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკება, რის შედეგადაც ირანისგან რუსეთმა დღიურად შეიძლება მიიღოს ნახევარი მილიონი ბარელი ნავთობი, რუსეთის აღჭურვილობის და სხვა პროდუქტის სანაცვლოდ. არ არის ცნობილი, განხორციელდება თუ არა ეს შეთანხმება მანამ, სანამ ჟენევაში მიღწეული მორიგება გატარდება. დასავლეთის სანქციების შედეგად ირანმა წელიწადნახევრის წინ შეწყვიტა დღიურად მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი. რუსეთს ირანისთვის სანქციები არ დაუწესებია.
XS
SM
MD
LG