Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ოპერის დასის თანამშრომელთა ნაწილი მოთხოვნას ამკაცრებს


ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასის ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. იუწყებიან, რომ მთავრობის კანცელარიაში განთავსებულ ოპერის სარეპეტიციო დარბაზში გამართული მოლაპარაკება გიორგი ჟორდანიასა და ოპერის შემოქმედების დასს შორის უშედეგოდ დასრულდა. ოპერის ორკესტრის, გუნდისა და სოლისტების ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი ჟორდანიას არაპროფესიონალიზმის, ხელფასების შემცირებისა და ცუდი სამუშაო პირობების გამო ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG