Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა


საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი მორიგი ჰაკერული შეტევის ობიექტი გახდა. პარლამენტის საიტი მეორე დღეა მთლიანად დაზიანებულია, ფაილური სისტემა გათიშულია და შესაბამისი სამსახური მის აღდგენას ამ დრომდე ცდილობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გოცირიძემ განუცხადა, მიმდინარეობს ახალი ფაილური სისტემის შექმნა, რადგან ძველში ჩაწერილია ჰაკერების კოდი და იმავეს აღდგენის შემთხვევაში, საიტს ადვილად გატეხენ. 10 დღეში პარლამენტს სრულიად ახალი საიტი ექნება, რომელიც სულ სხვა კონტროლ-პანელზე იქნება აწყობილი. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი ჰაკერებმა 31 დეკემბერსაც "გატეხეს".
XS
SM
MD
LG