Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში „სირიის მეგობართა“ ჯგუფის შეხვედრა დაიწყო


პარიზში კვირს დაიწყო „სირიის მეგობართა“ ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც სირიის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ. კონფერენციის ჩატარება 22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში იგეგმება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, შეხვედრის მონაწილეებს განზრახული აქვთ დაძლიონ ის წინააღმდეგობა, რაც ხელს უშლის სირიის საკითხზე კონფერენციის მოწვევას. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში. სირიის ოპოზიციაში კი კონფერენციაში მონაწილეობის საკითხში კვლავ რჩება უთანხმოება. ოპოზიცია მოითხოვს გარანტიებს, რომ სირიის ომისშემდგომ მოწყობაში აღარ მიიღოს მონაწილოება ბაშარ ასადმა.
XS
SM
MD
LG