Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ წევრები ნიჟნი ნოვგოროდში პატიმარ ქალებს მოინახულებენ


პანკ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, რომლებიც გასული წლის ბოლოს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან, ნიჟნი ნოვგოროდში, ქალთა კოლონიაში მიდიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს ინფორმაციას. 30-მდე მსჯავრდებული დაუკავშირდა უფლებადამცველებს, რომლებიც კოლონიაში სამუშაო პირობებს უჩივიან: „ჩვენ მივდივართ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც მოიკრიბეს ძალა და დაამტკიცეს ისედაც ყველასათვის ცნობილი ფაქტები“, - დაწერა ტოლოკონნიკოვამ ორშაბათს თავის ფეისბუქის ბლოგზე. მისი სიტყვებით, უკვე რამდენიმე კვირაა, ამ ქალებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მათ აეკრძალათ სატელეფონო საუბრები. როგორც ტოლოკონნიკოვა წერს, ნიჟნი ნოვგოროდში ისინი სამშაბათს დილით ჩავლენ. პუსი რაიოტის სამი წევრი სასამართლომ 2012 წლის 17 აგვისტოს ცნო დამნაშავედ და რელიგიური სიძულვილისა და შუღლის ნიადაგზე ჩადენილი ხულიგნობისათვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG