Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა ავიაკომპანიამ ორი პილოტი გაათავისუფლა


ამერიკულმა ავიაკომპანიამ „საუსვესტ ეარლაინსმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ორი პილოტი, რომლებმაც გუშინ სხვა აეროპორტში დასვეს თვითმფრინავი. თვითმფრინავი, რომელიც ჩიკაგოდან მიფრინავდა, ქალაქ ბრენსონში უნდა დაფრენილიყო, თუმცა პილოტებმა თვითმფრინავი დანიშნულების ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით, სხვა აეროპორტში დასვეს. შედეგად ბორტზე მყოფი 124 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები არ დაზიანებულან. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG