Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიბაუსკაიტე: ევროპა პარტნიორების მიზიდულობის ცენტს წარმოადგენს


„ჩვენ გული და სული ჩავაქსოვეთ, რათა გვეჩვენებინება აღმოსავლელი მეზობლებისათვის, რომ ჩვენი შეთავაზება პარტნიორობაზე გულწრფელია, ხოლო ევროპა მათი მიზიდულობის ცენტს წარმოადგენს“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ სტრასბურგში ევროპარლამენტის ზამთრის სესიაზე, როდესაც ლიტვის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მიღწევებზე საუბრობდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი ევროპული ფასეულობების მნიშვნელობის ხაზგასმა უწოდა „კიევის ცენტრში ყინვასა და თოვლში“ მეორე თვის განმავლობაში მდგარ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხელთ ევროკავშირის დროშა უპყრიათ. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით ევროკავშირ-საქართველოსა და ევროკავშირ-მოლდავეთს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ვილნიუსის სამიტის დეკლარაცია ცხადჰყოფს, რომ „თანამშრომლობა როგორც ვიზების შემსუბუქების, ისე სხვა სტრატეგიულ სფეროებში მომავალშიც გაგრძელდება.“
XS
SM
MD
LG