Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების შანსებზე საუბრობს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუწოდებს კანონმდებლებს, რათა მისცენ შესაძლებლობა ირანთან წარმოებულ დიპლომატიას, რომლის თანახმად 20 იანვარს უნდა ამოქმედდეს წინა კვირას ირანის ბირთვულ პრობლემაზე ექვსი სახელმწიფო მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების შემუშავებული შეთანხმება. ობამას თქმით, დროებითი შეთანხმება პრობლემის გადაჭრის „უნიკალურ შესაძლებლობას“ იძლევა. ეს განცხადება მოჰყვა ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებლობის მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ეს ნაბიჯი დაასამარებს ირანთან წარმოებული დიპლომატიური ინიციატივას. ობამა აცხადებს, რომ თუკი ირანი არ შეასრულებს დროებითი შეთანხმების თანახმად მასზე დაკისრებულ მოვალეობას, და სანქციების შემსუბუქების თანახმად, არ შეწყვეტს მისი ბირთვული პროგრამის გარკვეულ ასპექტებს, - მაშინ იგი მხარს დაუჭერს დამსჯელ ზომებს ირანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG