Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქაერონავიგაცია" უარყოფს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნას


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას უარყოფს "საქაერონავიგაცია". მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ 10 იანვარს თბილისს გადაუფრინეს სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა, სიმართლეს არ შეესაბამება. „ავიამეთვალყურეებს, რომლებიც სრულად მართავენ საქართველოს საჰაერო სივრცეს, რუსული თვითმფრინავები არ დაუფიქსირებიათ“ - ნათქვამია განცხადებაში. „საქაერონავიგაცია“ არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომ 20 იანვარს დაგეგმილია იმავე შემადგენლობისთვის საქართველოს საჰერო სივრცის კიდევ ერთხელ გახსნა. „ნებართვის მისაღებად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციისთვის" ოფიციალურად არავის მიუმართავს" - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG