Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრემიერი: ალ ყაიდასთან საბრძოლველად ეროვნული ერთიანობაა საჭირო


ერაყის ვიცე-პრემირმა, სალიჰ ალ-მუტლაყმა განაცხადა, რომ ეროვნული ერთიანობაა საჭირო ერაყში, რათა დამარცხებულ იქნეს ალ ყაიდის მზარდი ტერორისტული ქსელი. მუტლაყმა ეს განაცხადა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, სადაც მან აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა. მუტლაყმა განაცხადა თარჯიმანის მეშვეობით: დღეს გვჭირდება თქვენი დახმარება იმაში, რომ თქვენს მეგობრებს ეროვნული შერიგება ურჩიოთო. მისი თქმით, ერაყის არმია არაა საკმარისად ძლიერი ტერორიზმთან ბრძოლისთვის, და ამასთან საჭიროა, რომ საზოგადოება კი შეკრული იყოსო. ერაყის ვიცე-პრემიერის თანახმად, აშშ-ს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა აკისრია ერაყის მიმართ. ქვეყნები, რომლებიც ერაყში შეიჭრნენ, ასეთ დროს გვერდში უნდა დაუდგენენ მას, თვლის ერაყის ოფიციალური წარმომადგენელოი. ერაყში ბოლო კვირებში გაძლიერდა დაპირისპირება ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ძალებსა და არმიას შორის. ბრძოლები მიმდინარეობს ანბარის პროვინციაში, ქალაქებში რამადიში და ფალუჯაში.
XS
SM
MD
LG