Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისიამ გასცა რეკომენდაცია 60-ზე მეტი პატიმრის შეწყალების შესახებ


შეწყალების კომისიამ გასცა რეკომენდაცია 60-ზე მეტი პატიმრის შეწყალების შესახებ. როგორც კომისიის რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ განაცხადა მისმა თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა, მსჯავრდებულთა სია უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პრეზიდენტს. მისი განმარტებით, კომისიის მუშაობა გართულდა, ვინაიდან უპრეცედენტო რაოდენობის განცხადებები მიიღეს. "წინა სხდომისგან განსხვავებით, შინაარსობრივადაც იყო ძალიან მძიმე საქმეები, ამიტომ 250 განცხადებიდან მხოლოდ 60-ზე მეტ საქმეზე გავეცით რეკომენდაცია. პრეზიდენტი შეწყალების აქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. შეწყალების კომისია პატიმართა მორიგ შეწყალებას 3 მარტისთვის გეგმავს. როგორც სხდომის შემდეგ განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, კომისიამ გაითვალისწინა ყველა საქმის ინდივიდუალური გარემოებები, თუმცა რამდენიმე საქმე მარტის სხდომისთვის გადაიდო, რადგან მათზე შეთანხმება ვერ შედგა.
XS
SM
MD
LG