Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში აპროტესტებენ ბაზრის გარეუბანში გადატანას


გორის ბაზრის მოვაჭრეებმა ხუთშაბათს რამდენჯერმე სცადეს ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ბაზრის გადატანას გორის ცენტრალური ნაწილიდან გარეუბანში. ისინი შიშობენ, რომ ბევრი მყიდველი არ მივა ცენტრიდან შორს პროდუქტის შესაძენად. აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების საშუალება და დაუმორჩილებლობისთვის დააკავა აქციის ერთი მონაწილე.
XS
SM
MD
LG