Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად ლიანდაგიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი


პაკისტანში ბომბის აფეთქების შედეგად ლიანდაგიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა სამი და დაიჭრა 15 ადამიანი. აფეთქება მოხდა ცენტრალურ პაკისტანში მდებარე პენჯაბის პროვინციაში. შედეგად ლიანდაგიდან გადავიდა სამგზავრო მატარებლის, სულ ცოტა, შვიდი ვაგონი. ჯერ-ჯერობით უცნობია, ბომბი მატარებელში იდო, თუ ლიანდაგებზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. პაკისტანში 2007 წლიდან გრძელდება ადგილობრივი თალიბების ამბოხება, რომელიც უმეტესწილად ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონებზეა კონცენტრირებული.
XS
SM
MD
LG