Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი": სოჭის თამაშების მოახლოებასთან ერთად რუსეთში სამოქალაქო აქტივისტთა შევიწროება გახშირდა


„ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებით, რუსეთში გაძლიერდა ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების საყოველთაო დაშინებისა და შევიწროების კამპანია, რაც ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მოახლოებას უკავშირდება. „თუ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, ზიანი მიაყენოს ოლიმპიადის ისედაც არაერთგვაროვან იმიჯს, მან უნდა შეწყვიტოს აქტივისტებისა და იმ პირების დევნა, ვინც არსებული პრობლემების გამო სავსებით სამართლიან შეშფოთებას გამოხატავს“, განაცხადა ჯეინ ბიუკენანმა, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ დირექტორის მოადგილემ ევროპასა და შუა აზიის რეგიონში. ადამიანის უფლებათა დამცველი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, აგრეთვე, რომ რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები აკავებენ მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს, დაკითხვაზე იბარებენ სამოქალაქო აქტივისტებს, აიძულებენ მათ, პოლიციას მოახსენონ ოლიმპიური თამაშების პერიოდში თავიანთი გეგმების შესახებ და ა.შ. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებით, ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელია და ადამიანის ელემენტარულ უფლებათა ხელყოფას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG