Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა


კიევში, „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ნიღბიანმა აქტივისტებმა პოლიციის ცარიელ ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულები ორივე მხარეს არიან. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი იუწყება, რომ დემონსტრანტებმა სპეცდანშნულების დანაყოფის, „ბერკუტის“ ერთ-ერთი წევრი ჩაიგდეს ხელში. დემონსტრანტების ნაწილმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დატოვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვლადიმირ იავორივსკიმ მათ მოუწოდა არ წამოეგონ პროვოკაციაზე და დაბრუნდნენ დამოუკიდებლობის მოედანზე. „მაიდანზე“ ისმის განცხადებები, რომ მალე ქალაქის ცენტრის დემონსტრანტებისგან „გაწმენდის“ ოპერაცია შესაძლოა ასობით სპეცრაზმელმა განახორციელოს. შეხლა-შემოხლამდე კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ათი ათასობით დემონსტრანტი გავიდა იმ ახალი კანონის დაუმორჩილებლობის ნიშნად, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს საპროტესტო აქციების ჩატარებას. ოპოზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ ამ ახალ კანონს უკანონო და „არაკონსტიტუციური“ უწოდა. უკრაინის ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს „დიქტატურის“ დამყარების მცდელობაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG